თბილისის სახელოსნო

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მონტაჟი / Churchlis sarecxi manqanis Montaji-Sheketeba



ნებისმიერი დიასახლისისა და მარტოხელა მამაკაცის მიგნებაა ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ასეთ დამხმარესთან ერთად შეიძლება დაივიწყოთ გაურეცხავი ჭურჭლის, რეცხვაზე დახარჯული ძალებისა და დროის შესახებ. თუმცა იმისათვის, რომ დატკბეთ თანამედროვე ტექნიკის მიღწევით მნიშვნელოვანია სწორად დააყენოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის ადგილის მომზადება.

თავდაპირველად ამოიღეთ აგრეგატი ყუთიდან, დარწმუნდით, რომ მას არავითარი გარე დაზიანება, დეფექტი არ აღენიშნება. ყურადღებით შეისწავლეთ დართული ინსტრუქცია და შეერთების სქემა, არ უგულებელყოთ ასეთი ღირებული ინფორმაცია!

არ იჩქაროთ მანქანის იქ დადგმა სადაც თქვენ გსურთ - მოწყობილობა უნდა მოთავსდეს ერთ-ნახევარ მეტრში ცივი წყლის დგარისა და გადასხმის წერტილიდან. ყველანაირი ადაპტერებისა და დამაგრძელებლების გამოყენება როგორც მინიმუმ არ არის რეკომენდირებული. ასევე უნდა იყოს გამოყოფილი სპეციალური ელექტრო როზეტი, თანაც ცალკეული და რომელიც არ არის განკუთვნილი ელექტრო ქურისთვის.

დიდი მნიშვნელობა აქვს სიმყარეს. თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა აუცილებლად 4-ვე ფეხით ურყევად უნდა იყოს მიბჯენილი იატაკზე და მკაცრად ჰორიზონტალურად კორპუსი არ უნდა იყოს დახრილი 2 გრადუსზე მეტით.

სამზარეულოს გარნიტურში ჩასაშენებელი ტექნიკისთვის მოგიწევთ ავეჯის და მანქანის შორის მანძილის გათვალისწინება, კარადის გვერდებზე ან ქვეშ შესაბამისი ხვრელების გაბურღვა წყალსადენისა და კანალიზაციის მილებისთვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ელექტროკვების კაბელისთვისაც, მათი დიამეტრების გათვალისწინებით. არ დაგავიწყდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის სამზარეულოს კარადასთან მიმაგრება, ამისათვის მასზე არის სპეციალური სამაგრი.

როგორ შევაერთოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა

როგორც ითქვა ზემოთ, ჭურჭლის სარეცხი მანქანის დენით სწორი კვებისთვის საჭიროა ცალკეული როზეტი. თუმცა თუ დაყენების ადგილას ასეთი არ არის, მაშინ საჭიროა ელექტროფარიდან ცალკეული სადენის გაყვანა. კაბელი უნდა იყოს სამძარღვიანი არა ნაკლებ 2 მმ კვეთით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არის უზრუნველყოფილი ნამდვილი დამიწება. მნიშვნელოვანი! არავითარი ჩამიწება გაზის, წყლის ან თბომომარაგების მილებზე! თუ ეჭვი გეპარებათ თქვენს კომპეტენციაში - შეუკვეთეთ ელექტრიკოსის მომსახურება.

უშუალოდ ელექტროდაფაში უნდა დააყენოთ 16 ამპერის ავტომატური დამცავი ამომრთველი, რომელიც უზრუნველყოფს კვების გათიშვას გარკვეული დატვირთვის მიღწევის დროს. ავტომატი, რომელიც იცავს მოკლე ჩართვისგან, მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს მასთან მოყვანილი სადენის კვეთასა და მანქანის სიმძლავრეს.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეერთება წყალსადენთან

თქვენ გააკეთეთ შესანიშნავი არჩევანი თუ თქვენი შენაძენი აღჭურვილია აკვა-სტოპის სისტემით (დაცვა გაჟონვისგან). ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სიტუაცია ადვილად გამოსწორდება მილების მარტივი შეერთებებითა და ჩამკეტი ონკანის დაყენებით. მთავარია, რომ წყალსარინი უნდა იყოს ცალკე და მასზე უნდა იყოს დაყენებული უხეში გაწმენდის ფილტრი, რომელიც აკავებს ქვიშისა და ჟანგის მსხვილ ფრაქციებს. ჩამკეტი ონკანი ყენდება ფილტრამდე. წყლის მიწოდების შლანგის დაგრძელება არ შეიძლება კუთხვილი შეერთებით; თქვენ მოგიწევთ ახალი შემშვები შლანგის ან ახალი წყალსადენის მილის გამოყენება.

არ არის უმნიშვნელო წყალსადენის მუშა წნევის გათვალისწინება, ის უნდა იყოს 100-1000 პა ფარგლებში, თორემ მანქანის წყლით ავსება იქნება ხანგრძლივი, შემცირდება ზედა და ქვედა უღელების ბრუნვა, რაც გამოიწვევს წყლის ცუდ გაფრქვევას და შესაბამისად ჭურჭლის არადამაკმაყოფილებელ რეცხვას. სხვათა შორის, წყლის მიწოდებისთვისა და დრენაჟისთვის უმჯობესია უფრო საიმედო, ცვეთამედეგი სპილენძის ან პლასტმასის მილები, რომლებსაც შეუძლია საჭირო წნევისა და ტემპერატურის ატანა.

არ გირჩევთ მანქანის შეერთებას ცხელ წყალთან, მაშინაც კი თუ მწარმოებელს გათვალისწინებული აქვს ასეთი შესაძლებლობა. ჩვენს სახლების მილებში მომდინარე წყალი შორს არის იმ იდეალიდან, რომელსაც გულისხმობდნენ ჭურჭლის სარეცხი მანქანის უცხოელი შემქმნელები.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეერთება კანალიზაცისთან

კანალიზაციასთან ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეერთება შეიძლება სიფონის მეშვეობით დამატებითი სარინითა და გადასაშვები სარქველით. კანალიზაციიდან წყალი რომ მანქანაში არ მოხვდეს ჩამოსასხამ შლანგს ვამაგრებთ დაახლოებით ჩადენიდან 60 სმ-ით მაღლა, ხოლო U ფორმის გადაკეცვას ვუერთებთ სიფონს, რათა წყლის გადაღვრა მოხდეს თვითდინებით. ჩამოსასხამი შლანგი მაგრდება სამზარეულო კარადის გვერდით მხარეზე ან უშუალოდ შენობის კედელზე. თუ კი სტანდარტული სიგრძე (1,5 მ) არ არის საკმარისი, შეიძლება მისი მხოლოდ ორმაგად დაგრძელება, სხვა შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს მანქანის წყლის ტუმბო. ერთდროულად სარეცხი და ჭურჭლის სარეცხ მანქანების შეერთების დროს დააყენეთ სპეციალური სიფონი ორი სარინით ან ორივე გადაღვრაზე შექცეული სარქვლები.

მაშ ასე, თქვენ შეართეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა წყალთან, დენთან და მოაწყვეთ წყლის გადაღვრა, ახლა დადგა დრო ჩართოთ ახალი დამხმარე. ჩაასხით ჭურჭლის სარეცხი საშუალება და რეგენერებადი მარილი. ჩართეთ აგრეგატი ჭურჭლის გარეშე. ეს საჭიროა იმისათვის, რომ დაადგინოთ შეერთების სისწორე, არის თუ არა სადმე გაჟონვა, რამდენად სწრაფად ხდება წყლის ჩასხმა, გათბობა, გადაღვრა, ასევე საშრობი რეჟიმის შრომისუნარიანობა. თუ ქველაფერი რიგზეა, გილოცავთ თქვენ თავი გაართვით დასახულ ამოცანას!

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მონტაჟის სწორად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მცირე შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცეველი შედეგი მაგალითად წყლის გადმოსვლა ან ხანძარი. თუ თქვენ წამით მაიც ეჭვი გეპარებათ თქვენი მოქმედებების კორექტულობაში და დახმარებისთვის ეძებთ კარგ სპეციალისტს, მიმართეთ სერვისს. აქ ნამდვილად არიან სანტექნიკოსები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ წუთს შეამოწმონ თქვენი ტექნიკის შეერთება და სამუშაოსთვის მზადყოფნა, გამოასწორონ ხარვეზები ან თავიდან შეაერთონ ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

სხვა სერვისები

კარების ხელოსანი (საკეტის მონტაჟი, შეცვლა) / karebis xelosani (Saketis montaji, shecvla)

კარების ხელოსანი კარის ინსტალაციის პროცედურა ძირითადად დამოკიდებულია კარის ტიპზე, მაგრამ ამ სტატიაში განხილული მითითებებისა და რეკომენდაციების უმეტესობა გამოიყენება კარის ტიპის უმეტესი ნაწილის შემთხვევაში. ზოგადად, კარის დაყენება შედარებით მარტივი პროცესია, თუ ყველა კარის ხელოსანს ყველა საჭირო ხელსაწყო მომარჯვებული აქვს და ინსტრუმენტები მისთვის ხელმისაწვდომია. კარის ინსტალაციის ეს პროცედურა, რომელსაც ქვემოთ მიმოვილიხავთ, გამოიყენება ხის, ბოჭკოვანი მინის, ანუ მინაპლასტიკის და ალუმინის კარის მოდელებზე. ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ რამდენიმე შესანიშნავ ტექნიკურ რჩევასა და მითითებებს, რომლებიც დაგეხმარებათ კარის მარტივად დაყენების პროცესში. რა უნდა გაითვალისწინოთ კარის დაყენებისას თავდაპირველად

სრულად

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერული მომსახურება / kompiuteruli servisi, kompiuteruli momsaxureba

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერული მომსახურება ბევრი ჩვენგანი იმდენად ეყრდნობა კომპიუტერებსა და ლეპტოპებს, რომ როდესაც იგი არასწორედ წარიმართება, ჭედავს, ან რაიმე სხვა ხარვეზი იჩენს თავს, ეს მაშინათვე სერიოზულ პრობლემად იქცევა, ვინაიდან, უამრავი ფაილი, დოკუმენტები, ფოტოები, და სხვა სახის საქაღალდეები ინახება სწორედ კომპიუტერებში. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს კომპიუტერების არაერთი მოდელი, რა თქმა უნდა, ყველას სისტემა და პარამეტრები განსხვავებულია და შესაბამისად სხვადასხვაგავრ ჩარევას ითხოვს როდესაც ესა თუ ის პრობლემა იჩენს თავს. კომპიუტიერის პროგრამის განახლება (Update) კომპიუტერული

სრულად

კონდიციონერის ხელოსანი (შეკეთება, მონტაჟი) / kondicioneris xelosani (sheketeba, montaji)

კონდიციონერის ხელოსანი კონდიციონერი ერთ-ერთ საჭირო და მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო (და არამარტო საყოფცხოვრებო) ტექნიკაა, რომელიც განსაკუთებით ცხელი ზაფხულში, სიცხის დასაძლევად საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, იმისათვის, რომ კონდიციონერმა ეფექტურად იმუშავოს და სათანადოთ გააგრილოს ოთახი, საჭიროა რაიმე ხარვეზის შემჩნევისთანავე ყურადღება მიაქციოთ და დამატებითი პრობლემა თავიდან აიცილოთ. მაგალითად, როდესაც ცენტრალური კონდიცირების სისტემა ვერ ახერხებს სითბოს სათანადოდ დაძლევას, აუცილებელია მიმართოთ კონდიციონერის ხელოსანს. ქვემოთ განხილულია სხვადასხვა პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირად იჩენ კონდიციონერის მუშაობის შეფერხებას და ასევე მოცემულია რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ მსგავსი პრობლემების მოგვარებაში. რატომ

სრულად

სარეცხი მანქანის ხელოსანი / Sarecxi manqanis xelosani

სარეცხი მანქანის ხელოსანი ერთ დღეს თქვენი სარეცხი მანქანა ერთგულად მუშაობს, სათანადოდ ასუფთავებს და რეცხავს თქვენს ტანსაცმელს, თანაც ისე, რომ თქვენ არც კი მოგივათ აზრად, რომ ერთ დღესაც შესაძლებელია მასთან დაკავშირებულ რაიმე პრობლემას გადააწყდეთ. სარეცხი მანქანის ეფქტურად მუშაობას შესაძლოა ხელი შეუშალოს მრავალმა ისეთმა ფაქტოებმა, მაგალითად, როგორიცააა აპარატის აუზში წყლის გაუდინრობა; სანიაღვრეა, მაგრამ არ ტრიალებს; ტანსაცმელი გარეცხილია, მაგრამ ძალიან სუფთა არ არის; სარეცხ მანქანაში გარეცხილ ტანსაცმელზე სარეცხი ფხვნილის ლაქები რჩება, და კიდევ სხვა უამრავი მიზეზი შეიძლება დავასახელოთ. ასეთ

სრულად

ქვის, მოზაიკის დაგება მოპირკეთება / qvis, mozaikis dageba mopirketeba

ქვის მოპირკეთება, მოზაიკის დაგება ზოგადი მიმოხილვა ქვის, მოზაიკის დაგების/მოპირკეთების წარმატება არ არის მხოლოდ ესთეტიკური ისერსახის მიცემა ინტერიერისთვის ან/და ექსტერიერისთვის, ეს დიდწილად დამოკიდებულია დაგების მეთოდისა და თავად ქვის, მოზაიკის ხარისხზე. სანამ შეუკვეთებთ ქვას, მიმართეთ პროფესიონალებს, ხელოსანს და მიიღეთ რჩევები თუ რომელი მასალა უკეთ დაიგება თქვენს სახლში, ბინაში, ეზოსა თუ შიდა ოთახებში. ამასთან, აუცილებელია გაეცნოთ მწარმოებლის რჩევებს და პროფესიონალი ინსტალატორების რეკომენდაციებს. პროფესიონალური და გამოცდილი გუნდის ჩართვა ქვის დაგებისთვის ნიშნავს განსხვავებას საშუალო და შთამბეჭდავ შედეგს შორის. ნებისმიერი

სრულად

გამწოვის მონტაჟი შეკეთება / gamwovis montaji sheketeba

გამწოვის შეკეთება ოთახის ვენტილაციის პროცესს თან ახლავს მასში ჰაერის სრული ჩანაცვლება (დამატებით გაწმენდა, გაშრობა, გათბობა, გაგრილება, იონიზაცია და სხვა). ვენტილაციის პროცესი ხორციელდება სპეციალური თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებით, რომელიც პასუხისმგებელია ტენიანობის, ტემპერატურისა და სისუფთავის საჭირო დონის შენარჩუნებაზე. იმისათვის, რომ აღჭურვილობა სწორად იმუშაოს და სავენტილაციო სისტემების შეკეთება არ გახდეს საჭირო, აუცილებელია სისტემების დროულად მოვლა, შეკეთება და შენარჩუნება. მოწყობილობის

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110-111
596 50 11 22