მასტერი N1

ფოტოაპარატების შეკეთება თბილისში



Canon, Nikon, Sony და სხვა ბრენდების ფოტოკამერების გატეხვის შემთხვევაში შეკეთება უნდა განახორციელოს გამოცდილმა სპეცილისტმა სპეციალურ პირობებში. კერძოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს სამუშაო ადგილზე მტვერის არ არსებობას, რომელიც შეიძლება მოხვდეს მატრიცაზე და გააფუჭოს სურათების ხარისხი. ბუნებრივია, რომ სახლის პირობებში ამის უზრუნველყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია. პერიოდულად პროფილაქტიკური ან ავარიული შეკეთება სჭირდება ყველა ტიპის კამერას - სარკულსაც და ციფრულსაც.

ფოტოაპარატების შეკეთების სახეობები

ყველაზე ხშირად საჭიროა ობიექტივის, განათების, მატრიცის, დისპლეის, ბუდეების შეკეთება. ზოგჯერ საჭიროა კამერის ოპერაციული სისტემის გადაყენება. ბუნებრივია, რომ შეიძლება სხვა რამ გაფუჭდეს, მაგრამ ეს უფრო იშვიათად ხდება. თანამედროვე კამერა ეს არის პატარა კომპიუტერი, რომელსაც აქვს ბევრი წვრილი დეტალი და ორიგინალური პროგრამული უზრუნველყოფა. ამიტომ სარემონტო სამუშაოებს გააჩნია თავისი თავისებურებები:

  1. ობიექტივის შეკეთება. თუ ობიექტივი არ მოძრაობს (არ გამოდის), არ ფოკუსირდება ან მასში არ იღება ფარდები. მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური ზემოქმედება - შემთხვევითი დავარდნა, დარტყმა ან ელემენტის შეკუმშვა. დაზიანების შესახებ ასევე მოწმობს ვერტიკალური ზოლები დისპლეიზე. შეკეთება ხორციელდება დაშლისა და ცალკეული ელემენტების შეცვლის მეთოდით.
  2. გატეხილი დისპლეის მქონე სარკისებრი ფოტოაპარატების შეკეთება. თუ მექანიკური ზემოქმედების გამო დისპლეიზე გაჩნდა ბზარები - ამას მხოლოდ დისპლეის შეცვლა უშველის. თუ დისპლეი გახდა ძალიან მუქი და გამოსახულება მასზე თითქმის არ ჩანს - უმრავლეს შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ შიდა განათების ნათურის შეცვლა.
  3. კამერის შეკეთება, რომელიც არ ირთვება. ასეთი დაზიანების მიზეზი ბევრია - აკუმულატორის მწყობრიდან გამოსვლით დაწყებული ელექტრონიკასთან პრობლემებით დამთვრებული. საჭიროა დიაგნოსტიკა სახელოსნოს პირობებში და რემონტი გამოვლენილი მიზეზის შესაბამისად.
  4. განათების შეკეთება. თუ განათება მუშაობს, მაგრამ სურათებზე შუქი გამოდის არაბუნებრივი (ძალიან განათებული ან ძალიან მუქი) – სავარაუდოდ, საჭიროა ნათურის შეცვლა. სტანდარტული ნათურის რეზერვი არის 3 ათასამდე იმპულსი.
  5. პროფილაქტიკური მოვლა. 1-2 ჯერ წელიწადში, გააჩნია კამერის გამოყენების პირობებსა და ინტენსიურობას, საჭიროა მისი გადაცემა დიაგნოსტიკისათვის და მატრიცის გასაწმენდად.

ვის უნდა ანდოთ შეკეთება?

ციფრული ან „სარკისებრი“ ფოტოაპარატების შეკეთების განხორციელებისთვის საჭიროა არა მხოლოდ სპეციალური ცოდნა, არამედ ხელსაწყოების და დამატებითი აქსესუარების ქონაც: სარჩილავი სადგური, დიაგნოსტიკური მოწყობილობა, სახრახნისი, სპეციალური არა ხაოიანი ხელსახოცები და ბევრი სხვა. გესაჭიროებათ გამოცდილი ოსტატი კამერის მომსახურებისათვის? ჩვენ დაგეხმარებით ასეთი სპეციალისტის პოვნაში. შეაფასეთ სერვისის უპირატესობები:

  • თქვენ თავად ადგენთ ფასს;
  • აწესებთ მოსახერხებელ ვადებს;
  • ირჩევთ ოსტატს გამოხმაურებებისა და რეიტინგის მიხედვით;
  • იხდით მხოლოდ შეკეთების შემდეგ.

გსურთ, რომ ფოტოკამერის შეკეთება იყოს სწრაფი, საიმედო და იაფი თქვენთვის რისკების გარეშე? ჩვენ დაგეხმარებით ისეთი ოსტატის პოვნაში, რომელიც იმუშავებს ასეთ პირობებში.

0322 110 111