მასტერი N1

ნებისმიერი ბრენდის ტელევიზორების შეკეთება

TV-ტექნიკა ხშირად გამოიყენება, თითქმის ყოველდღიურად, ამიტომ ტელევიზორების შეკეთება საკმაოდ მოთხოვნადი მომსახურებაა. ინტენსიური გამოყენება იწვევს ნებისმიერი მოწყობილობის დაზიანებას. თუმცა ეს არ არის მწყობრიდან გამოსვლის ერთადერთი მიზეზი. ნებისმიერ შემთხვევაში თანამედროვე ტექნიკა გამოირჩევა რთული კონსტრუქციით, ამიტომ არაკვალიფიციურმა ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგი. დაზიანების სირთულის მიუხედევად ის უნდა შეაკეთოს სპეციალისტმა.

ტელევიზორების შეკეთების თავისებურებები

TV-ტექნიკის გაუმართაობის ყველაზე ხშირი მიზეზები არის ქარხნული წუნი, აწყობის ან დაკავშირების დეფექტები, მექანიკური დაზიანებების არსებობა ან საექსპლუატაციო რესურსის გამომუშავება. რემონტის ყველაზე გავრცელებულ ფორმატებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

  1. ტელევიზორების საგარანტიო რემონტი. ეს სახეობა არ მოითხოვს განსაკუთრებულ ახსნას. ის გულისხმობს ტექნიკის გამართვას საგარანტიო ვადაში, რომელიც განსაზღვრულია მწარმოებლის მიერ. როგორც წესი, ამ მიზნისთვის სარემონტო სამუშაოებისა და შემადგენელი ნაწილების საფასურს იხდის ასევე მწარმოებელი, მაგრამ რიგი პირობების დაცვის შემთხვევაში. ეს უნდა იყოს დაზიანება, რომელიც არ არის პროვოცირებული მომხმარებლის მიერ, ხოლო თავად სამუშაოები უნდა შესრულდეს ავტორიზებული სერვისის ცენტრის ან სერტიფიცირებული ოსტატის მიერ.
  2. LCD ტელევიზორების რემონტი. თხევადკრისტალური ეკრანის მქონე თანამედროვე მოდელების დაზიანებები ხშირად დაკავშირებულია პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პრობლემებთან. ასევე ხშირად მწყობრიდან გამოდის ბუდეები, ჩნდება პრობლემები გამოსახულებასთან დაკავშირებით. ასეთი ტელევიზორების რემონტი მოითხოვს სპეციალისტიგან ცოდნასა და რთულ ელექტრონულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილებას.
  3. კინესკოპური ტელევიზორების რემონტი. მიუხედავად იმისას, რომ ამ მოწყობილობების ეპოქა გავიდა, მათ კიდევ აქტიურად იყენებს ქვეყნის ბევრი მაცხოვრებელი. მთლიანობაში ეს საკმაოდ საიმედო მოდელებია (ცნობილი ბრენდების განსაკუთრებით). მათი რემონტი ყველაზე ხშირად მდგომარეობს ცალკეული დეტალების გამოცვლასა და კონტაქტების უფრო ხარისხიან დაკავშირებაში.

ვის ვანდოთ ტელევიზორების რემონტი?

ტელევიზორის ეკრანისა და ტექნიკის სხვა ელემენტების რემონტი აუცილებელია თუ თქვენ ასეთ ნიშნებს ხედავთ:

  • თუ არ ირთვება ტელევიზორი
  • ეკრანის უეცრად გამორთვა;
  • გამოსახულების სიკაშკაშეს ან კონტრასტის დაკარგვა;
  • ბუდეებში კონტაქტის არ არსებობა;
  • ხმის არ ქონა;
  • ზოლები ეკრანზე ან სხვა პრობლემები.

თქვენ გაინტერესებთ ტელევიზორების პროფესიული შეკეთება თბილისში გარანტიით და დაბალი ფასებით? თქვენ არ ენდობით «შემთხვევით» სპეციალისტს და არ გსურთ საქმის დაჭერა სერვისის ცენტრებთან რემონტის ხანგრძლივი ვადების გამო? ჩვენი მასტერი N1 გთავაზობთ ოპტიმალურ ვარიანტს: დაავალოთ სამუშაო შემოწმებულ სპეციალსტს.

ტელ: (032) 2 110 111