თბილისის სახელოსნო

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხელოსანი (მონტაჟი, შეკეთება) / churchlis sarecxi manqanis xelosani (montaji, sheketeba)

ჭურჭლის სარეცხი მანქანა ავტომატურად რეცხავს და ასუფთავებს ჭურჭელს. განსხვავებით ჭურჭლის ხელით რეცხვისგან, რომელიც დიდწილად საჭიროებს ფიზიკურ დატვირთვას ჭურჭლიდან ჭუჭყის მოსაშორებლად, მექანიკური ჭურჭლის სარეცხი მანქანა მარტივად ასუფთავებს მას ცხელი წყლით გაჟღენთვისას, ჩვეულებრივ 45 °C და 75 °C (110 °F და 170 °F) ტემპერატურაზე, ხოლოდ უფრო დაბალ ტემპერატურაზე რეცხავს, შედარებით დელიკატური მასალის ჭურჭელს. როგორც ვხედავთ, ჭურჭლის სარეცხი მანქანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკაა, რომელიც ზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის საჭიროებიდან გამომდინარე, რეკომენდირებულია მისი სათანადო მოვლა და გაწმენდა, რაც ხელს შეუწყობს ჭურჭლის სარეცხ მანქნასთან დაკავშირებული პრობლემების დაახლოებით 90 პროცენტით შემცირებას. თუმცა, დროთა განმავლობაში მუშაობის ეფექტურება ფერხდება გარკვეული ხარვეზების გამო, რისთვისაც დაგჭირდებათ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხელოსანის გამოძაღება და მისი დახმარება. ამ სტატიაში განხილულია რამდენიმე ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემები და მათი შესაძლო გადაჭრის გზები.

იქიდან გამომდინარე, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა უკავშირდება როგორც წყალსადენის სისტემას, ასევე ელექტრო სისტემას, ამ მოწყობილობაზე მუშაობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ორივე სისტემა. ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე ნებისმიერი სამუშაოს ჩატარების წინ, დარწმუნდით, რომ მანქანა არის გამორთული შტებცელიდან, ან თავად განყოფილების დენი გამორთულია და “OFF” პოზიციაზეა.

როდესაც ჭურჭელი სარეცხი მანქანა სათანადოდ არ რეცხავს ჭურჭელს

როდესაც ჭურჭლის სარეცხი მანქანა დაასრულებს რეცხვას და გამოაღებთ კარს ჭურჭლის ასაღებად, ნაცვლად სუფთა ჭურჭლისა, შეიძლება ხელახლა გასარეცხი ჭურჭელი დაგხვდეთ. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მანქანის შემდეგ დეტალებს. შეამოწმეთ, თუ როგორ მუშაობს ჭურჭლის სარეცხი მანქანა (დაგჭირდებათ დაახლოებით 5 წუთი). რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს პრობლემა? თუ თქვენ ჭურჭლის სარეცხი მანქანა გადატვირთეთ ნორმაზე მეტი ჭურჭლით, აუცილებლად შეამოწმეთ მწარმოებლის მითითებები, რომ დარწმუნდით, რომ სწორად ტვირთავთ მას და იყენებთ სათანადო ჭურჭლის სარეცხ საშუალების.

რეკომენდირებულია, რომ თქვენი საყოფაცხოვრებო წყლის გამათბობელი დაყენდეს არაუმეტეს 120 გრადუსიანი F ტემპერატურით, მანქანის შემთხვევითი გადაცხელების თავიდან ასაცილებლად და ენერგო მომარაგების ეფექტურად შესნარჩუნებისათვის. ბევრ ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს გათბობის ელემენტები რაც ტემპერატურას დაახლოებით 140 გრადუსამდე ზრდის. ამასთან, ზოგიერთ ჭურჭლის სარეცხ მანქანას არ აქვს გათბობის გამაძლიერებელი და საჭიროებს საყოფაცხოვრებო წყლის დაახლოებით 140 გრადუსის გამოყენებას. ამიტომ, პირველ რიგში, შეამოწმეთ მწარმოებლის მითითებები, წყლის გამაცხელებლის რეკომენდებული პარამეტრისთვის.

თუ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა მოითხოვს 140 გრადუსიან წყალს, შეამოწმეთ თქვენი მანქანის ცხელი წყლის ტემპერატურა. გამოიყენეთ ე.წ. ხორცის თერმომეტრი (a meat thermometer) ჩადეთ მინის ჭიქაში და შეავსეთ იგი სამზარეულოს ონკანის ცხელი წყლით. თუ ტემპერატურა 140 გრადუსზე ნაკლებს უჩვენებს, თქვენ უნდა აირიდოთ თავიდან წყლის გამაცხელებლის პარამეტრის მატება ან/და მოსინჯეთ სხვა ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რადგან ნორმაზე მეტი ტემპერატურის გამოყენებამ შესაძლოა არამარტო ჭუჭყიანი ჭურჭელი დაგიტოვოთ, არამედ სარეცხის მანქანის ეფექტურად მუშაობასაც შეუშალოს ხელი. ნებისმიერ შემთხვევაში, კონსულტაციისთვის ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხელოსანს მიმართეთ, ასევე სანამ შეკეთების ან/და ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებთ.

ამგვარი პრობლემის არსებობის შემთხვევაში რეკომენდირებულია გაასუფთავოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის სარქველის ეკრანი (დაგჭირდებათ დაახლოებით 30 წუთი). ჭურჭლის სარეცხი მანქანის შემომავალი სარქვლის ეკრანის დაბლოკის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი წყლის დაბალი დონე შეიძლება აღმოჩნდეს. ასე რომ, სანამ სარქვლის ეკრანის გაწმენდის რთულ ნაბიჯებს გაივლიდეთ, შეამოწმეთ წყლის დონე. დახურეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარი, შემდეგ ჩართეთ მანქანა და არ გამორთოთ სანამ მეორე ციკლის დამტავრებამდე არ შეივსება. შემდეგ გახსენით კარი (სარეცხი მანქანა ავტომატურად გამოირთვება) და შეამოწმეთ წყლის დონე. თუ წყალი არ არის მისული გათბობის ელემენტამდე, ეს იმის მანიშნებელია რომ მისი დონე ძალიან დაბალია. ამიტომ, დახურეთ კარი და ჩართეთ მანქანა კიდევ ერთი ციკლის შესასრულებლად. შემდეგ კი, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს რათა გაწმინდოთ შემავალი მთავარი სარქველის ეკრანი.

თქვენ უნდა გახსნათ რამდენიმე მავთული, ამიტომ აუცილებლად დაიწყეთ მუშაობა მოწყობილობის გამორთვით (დენის პანელიდან). ასევე გადაკეტეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მომმარაგებელი წყალის მილი. ჩვეულებრივ, მისი გათიშვა ხდება ცხელი წყლით მომარაგების ხაზთან მიმდებარე ნიჟარის ქვეშ. შემყვანი სარქველი ჩვეულებრივ დამონტაჟებულია ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქვედა მხარეს, წინა ნაწილთან ახლოს.

  • ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხელოსანმა უპირველეს ყოვლის უნდა ამოიღოს ქვედა პანელები (იხ.ფოტო ქვემოთ).

  • შემდეგ უნდა გათიშოს სარქველი (იხ. ფოტო ქვემოთ). ამოიღეთ მიმწოდებელი მილი და ელექტრო სადენები ქანჩით, რომლითაც სპილენძის წყალმომარაგების მილი განთავისუფლდება. შემდეგ, ამოიღეთ მავთულის საფარი და გაიყვანეთ ელექტრო მავთულები. ამის შემდგომ, გახსენით ჭანჭიკი (იხ. ქვემოთ ფოტოზე - compression nut).

  • ასევე, ამოიღეთ მილები შესასვლელი სარქველიდან, გაათავისუფლეთ დამჭერები, რომლებიც აძლიერებენ რეზინის მილებს სარქველს და გაიყვანეთ მილები. გამოიყენეთ ბრტყელტუჩა (იხ. ფოტო ქვემოთ).

  • თუ მავთული არ იშლება სწრაფად, დააჭირეთ დამაკავშირებლის ცენტრში მდებარე პატარა ადგილს, რომ გაათავისუფლოთ ისინი. შემდეგ, მონიშნეთ ერთი მავთული და მისი ტერმინალი ლითონის ლენტით, ისე რომ მოგვიანებით შეძლოთ მათი დაიბრუნება იმავე გზით (ამ შემთხვევაში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც კარგი პრაქტიკაა). გაწმენდისთვის ამოიღეთ სარქველის ნაწილები. (იხ. ფოტო ქვემოთ).

  • ამოიღეთ ხრახნები, რომლებიც დამჭერს (იხ. ფოტოზე - Compression fitting) იკავებენ სარქვლის ნაწილზე და ამასთან ამოიღეთ ეკრანი (იხ. ფოტოზე - Screen) ბრტყელტუჩას დახმარებით. დაალაგეთ ყველა ამოღებული ნაწილები ზედაპირზე, შემდეგ კარგად გარეცხეთ ეკრანი. შეაკეთეთ სარქველი (იხ. ფოტოზე - Valve body) და დააინსტალირეთ.

როდესაც ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან წყალი გამოდის გარეთ

როდესაც ჭურჭლის სარეცხი მანქანა წყალს ჟონავს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ცუდად დალუქული კარია, რომელიც იწვევს წყლის გაჟონვას, და სწორედ ამავე განყოფილებაში უნდა ეძებოთ პრობლემის გადაჭრის გზებს. აუცილებლად შეამოწმეთ პლომბი, თუ კი იატაკზე, მანქანის მიმდებარედ წყლის წყვეთებს შენიშნავთ. თუ ვერ ხედავთ დანესტრიანებულ იატაკს, დაუყოვნებლივ ჩაკეტეთ ქვედა წინა ნაწილის პანელები და მოძებნეთ წყლის წვეთები მანქანის შლანგების და სხვა ნაწილების გარშემო.

იმისათვის, რომ აღმოფხვრათ ამგვარი პრობლემა მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს (დაგჭირდებათ დაახლოებით 10 წუთი):

  • შეამოწმეთ შუასადები (იხ. ფოტო ქვემოთ). თუ ვერ ხედავთ აშკარა ზიანს, მაშინ უბრალოდ გაწმინდეთ ეს ნაწილი ღრუბლითა და დამხმარე საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებებით.

  • გაასუფთავეთ ავარიული გამომრთველი. დაქვეითებულ მდგომარეობაში ჩართული ავარიული გამომღტველი გამოიწვევს მილის გადახურვას. ამიტომ, იხილეთ ქვემოთ მოცემული ორი ფოტო, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ უნდა მოხსნათ და გაწმინდოთ ეს ნაწილი.

ამოიღეთ ავარიული გამომრთველი. დაუშვით ხრახნი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ავაიულ ჩამრთველზე და შემართეთ თავსახური ვერტიკალური მიმართულებით (ზევით) და გათიშეთ.

გაასუფთავეთ ავარიული გამომრთველი. გამოიყენეთ მხოლოდ სარეცხი მანქანებისთვის განკუთვნილი სპეციალური სარეცხი საშუალებები. ეცადეთ გაწმინდოთ ავარიული გამომრთველისათვის ყველა ხელმისაწვდომი ნაწილი და გაასუფთავეთ იგი კბილის ჯაგრისითა და ღრუბლით, ასევე შეცვალეთ თავსახური. (იხ. ზემოთ).

დააკვირდით ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარის მუშაობას (შემოწმებისთის დაგჭირდებათ დაახლოებით 5 წუთი):

  • შეამოწმეთ კარი, რომ ნახოთ საჭიროებს თუ არა კორექტირებას. პირველ რიგში, დახურეთ და დაკეტეთ იგი. დააკვირდით რომ იგი მჭიდროდ უნდა მოთავსდეს. შემდეგ, ჩართეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა და მოუსმინეთ მას. შემდეგ კარს მიაწექით, თუ ზუზუნის ხმა მცირდება, მაშინ კარი ძალიან განიერი და ფართოა.
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანების უმეტესობას აქვს რეგულირებადი რაზის ფირფიტა (ჩამკეტის დამჭერი კაუჭი), რომელიც მიმაგრებულია კარის ჩარჩოს ზედა ნაწილში (იხ. ფოტო ქვემოთ - Latch Plate / რაზა).

  • ამ ფირფიტის დაყენება კარების შემჭიდროვებისთვის და ასევე შუასადებს უკეთ აწებებს. შეცვალეთ იგი მცირე დანამატებით, შეამოწმეთ თუ როგორ ერგება კარები მანქანას, ამგვარი ცვლილების შემდეგ. კარი უნდა მოთავსდეს კომფორტულად, მაგრამ არც ისე მჭიდროდ, რომ თქვენ იძულებული გახდეთ დააზიანოთ ჩამკეტი.

შეცვალეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის შუასადები (დაგჭირდებათ 20 წუთი). თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარის გარშემო წყლის გაჟონვა ისევ შეინიშნება, ალბათ ამის მიზეზი შუასადების დაზიანებაა, მას შეიძლება ბზარი ჰქონდეს გაჩენილი, სუსტი / მტვრევადია ან ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ გაიცვითა. ამ შემთხვევაში, რეკომენდირებულია ახალი კარის შუასადების შეძლენა, მოწყობილობების სპეციალური ნაწილების მაღაზიიდან. აუცილებლად, გაეცანით ინსტრუქციებს, რომლებიც მოყვება ახალ მოწყობიობას.

სხვა სერვისები

სარეცხი მანქანის ხელოსანი / Sarecxi manqanis xelosani

სარეცხი მანქანის ხელოსანი ერთ დღეს თქვენი სარეცხი მანქანა ერთგულად მუშაობს, სათანადოდ ასუფთავებს და რეცხავს თქვენს ტანსაცმელს, თანაც ისე, რომ თქვენ არც კი მოგივათ აზრად, რომ ერთ დღესაც შესაძლებელია მასთან დაკავშირებულ რაიმე პრობლემას გადააწყდეთ. სარეცხი მანქანის ეფქტურად მუშაობას შესაძლოა ხელი შეუშალოს მრავალმა ისეთმა ფაქტოებმა, მაგალითად, როგორიცააა აპარატის აუზში წყლის გაუდინრობა; სანიაღვრეა, მაგრამ არ ტრიალებს; ტანსაცმელი გარეცხილია, მაგრამ ძალიან სუფთა არ არის; სარეცხ მანქანაში გარეცხილ ტანსაცმელზე სარეცხი ფხვნილის ლაქები რჩება, და კიდევ სხვა უამრავი მიზეზი შეიძლება დავასახელოთ. ასეთ

სრულად

სახლის დალაგება / saxlis dalageba

სახლის დალაგება სახლის დასუფთავება დიდ შრომას მოითხოვს, რადგან თითოეული ოთახი, სპეციფიკურ დალაგებას. ყველაფერი სახლის დასუფთავებისა და დალაგების სხვადასხვა მეთოდების შესახებ იხილეთ ქვემოთ, სადაც გაეცნობით თუ როგორ უნდა დაალაგოთ მისაღები ოთახი, სამზარეულო, საძინებელი და აბაზანა. ამ გზით, თქვენ შეგიძლიათ ნაკლები დრო დახარჯოთ დალაგებაზე და უფრო მეტი დრო დაუთმოთ იმას, რაც გიყვართ. მისაღები ოთახის დალაგება ადამიანთა

სრულად

პიანინო-როიალის დაშლა აწყობა / pianino-roialis dashla awyoba

პიანინო-როიალის ფლობა დიდი პასუხისმგებლობაა. პიანინო ძვირია, იკავებს დიდ ადგილს და მოითხოვს საგულდაგულო მოვლას, რათა შეინარჩუნოს ინსტრუმენტის მიერ წარმოქმნილი ხმის ხარისხი და ვიზუალი. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ პიანინოს/როიალის შეძენის ღირებულების გარდა, თქვენ მოგიწევთ ბევრის გაღება, რომ ის სწორად შეინარჩუნოთ. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ პიანინო-როიალის აწყობის პროცესს, სწორად მოვლის მეთოდებსა და პატარა ხარვეზების გამოსწორების, შეკეთების გზებს. პიანინო-როიალის აწყობის პროცესი პიანინო-როიალის

სრულად

სათბურის აწყობა, აშენება / satburis awyoba, asheneba

როგორ ავირჩიოთ საუკეთესო სათბური სათბური აუცილებელია განსაკუთრებით მებაღეებისთვის - ის იდეალურია თესლის დასათესად, მოსავლის ასაღებად, სათუთი მცენარეებისა და სხვადსხვა კულტურის, ჯიშის მცენარეების, ბოსტნეულის, და ა.შ. გასაზრდელად და ასევე სათუთი მცენარეების გამოსაზამთრებლად. სათბურის არჩევისას თქვენ გაქვთ დიდი არჩევანი, რადგან არსებობს სხვადასხვა ფორმის, ზომის, ფერის, მასალის, დანიშნულებისა და ფასის სათბურები, რომლებიც იყიდება როგორც გამზადებული, ან მზადდება თქვენი სურვილისა და გემოვნებისამებრ. სათბურის აწყობა, აშენება მოიცავს დაახლოებით 1 კვირიან მუშაობას (დამოკიდებულია ზომაზე), ამიტომ რეკომენდირებულია მიმართოთ გამოცდილ და პროფესიონალ ხელოსანს, რომ საქმე მოკლე დროში და ხარისხიანად შეასრულოს. სათბური,

სრულად

სახურავის ტოლით გადახურვა / saxuravis tolit gadaxurva

სახურავი არის სახლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, აქედან გამომდინარე, ეს არის ყველაზე დაუცველი კონსტრუქცია. სახურავის პრობლემებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მთელი შენობის მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ, კერძო სახლების ყველა მფლობელმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ უნდა გადახუროს სახურავი ხარისხიანად. სახურავის დემონტაჟი თუ

სრულად

მეტალის კონსტრუქციების დამზადება, მონტაჟი / metalis konstruqciebis damzadeba, montaji

ფოლადის და მეტალის კონსტრუქციების წარმოება და მონტაჟი მრავალსაფეხურიანი პროცესია, რომლის ორივე ნაწილი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. დიზაინის პროცესში, ხელოსანი დაუყოვნებლივ ირჩევს ტექნოლოგიას და ითვლის შეკრების მეთოდებს, ასევე მნიშვნელოვანია სტრუქტურის ზომები და კონფიგურაციები. ამ მონაცემებზე დაყრდნობით კეთდება მასალის არჩევანი და გამოითვლება სამუშაოს საბოლოო ღირებულება. ფოლადის და მეტალის კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის სერვისების შეკვეთით ერთი სამშენებლო კომპანიისგან, თქვენ დაზოგავთ დროს, ფულს და იღებთ გარანტიას მუშაობის თითოეული ეტაპისთვის. რა არის მეტალის უპირატესობები? მეტალის

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110-111
596 50 11 22