თბილისის სახელოსნო

სარეცხი მანქანის მონტაჟი შეკეთება / Sarecxi manqanis montaji sheketeba

უპირველეს ყოვლისა, არ იჩქაროთ და გაზომეთ ფართობი სადაც გეგმავთ სარეცხი მანქანის დადგმას. ღრეჩოები მის გვერდებს და გარშემო ავეჯის ან შენობის კედლებს შორის არ უნდა იყოს 1 სმ ნაკლები, თანაც გაითვალისწინეთ გასაღების ლუქი სარეცხის ჩატვირთვისთვის. ტექნიკის მაქსიმალური შრომისუნარიანობის ასევე ერთ-ერთი მთავარი პირობა არის სწორი, არა სრიალა და მყარი იატაკი, საუკეთესოა კერამიკული ფილა ან ბეტონის ფუძე. წინააღმდეგ შემთხვევში მანქანის მუშაობის დროს შეიძლება წარმოიქმნას მეტისმეტად ძლიერი ვიბრაცია, რაც გამოიწვევს თქვენი სარეცხი მანქანის სწრაფ გაფუჭებას.

ფიცრის იატაკზე არ ამოუდოთ რეზინის ხალიჩები, ვიბრაციას უფრო ეფექტურად დაძლევს კარგად დამაგრებული ფიცარი. მნიშვნელოვანი კომუნიკაციებთან წვდომა - ცივი წყლის მილთან, კანალიზაციასა და ელექტრობასთან. ამასთან არც ერთ შემთხვევაში და დააყენოთ სარეცხი მანქანა ისეთ ოთახში, სადაც ჰაერის მინუს ტემპერატურაა. რეცხვის შემდეგ მოწყობილობაში დარჩენილმა წყალმა შეიძლება გახეთქოს ტუმბო ან შლანგი. ასევე არ არის რეკომენდირებული სარეცხი მანქანის დაყენება სააბაზანო ოთახში. მაღალი ტენიანობის ოთახში მდებარეობა მნიშვნელოვნად შეამცირებს მოწყობილობის მუშაობის ვადას, ხოლო ელექტრობის შეერთება დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან. სამზარეულო ან, თუ არის შესაძლებლობა, წინა ოთახი, დერეფანი, საკუჭნაო უფრო გამოდგება.

სარეცხი მანქანის დაყენება

თვენ გჭირდებათ სარეცხი მანქანის ხელოსანი, თუ თქვენ მოიტანეთ თქვენი შენაძენი სახლში და ერთი სული გაქვთ როდის შეუდგებით მის გამოყენებას. თავიდან მოხსენით უკანა მხარე, წინასწარ მოუშვით რა სატრანსპორტო ჭანჭიკები, და გამოიღეთ ფიქსატორი უკანა მხრისა და ავზის შორის. თუ არის დამატებითი მამკვრივებლები, ისინი ასევე უნდა ამოაცალოთ. სარეცხი მანქანის დოლურა «ჩამოიკიდება» ზამბარებზე და შეიძლებს თავისუფლად ბრუნვას ორივე მხარეს. ჭანჭიკების მოშვების შემდეგ დახურეთ გაჩენილი ხვრელი პლასტმასის სახშობებით, რომლებიც შედის სარეცხი მანქანის კომპლექტში. როდესაც აგრეგატს დადგამთ შერჩეულ ადგილას აუცილებლად გაასწორეთ მისი მდგომარეობა მაქსიმალურ სიმყარემდე. საჭიროა, რომ ყველა 4 ფეხი ურყევად იყოს მიბჯენილი იატაკზე და მკაცრად ჰორიზონტალურად უნდა იყოს სარეცხი მანქანის ზედა კიდე (დასაშვებია მაქსიმუმ 2 გრადუსის დახრა). დაყენების სისწორის შემოწმება შეიძლება სარეცხი მანქანის ზედა თავის კუთხეებზე მსუბუქი დაწოლით, მოწყობილობა არ უნდა მერყეობდეს.

სარეცხი მანქანის შეერთება ელექტრობასთან

ენერგიის დაზოგვის კლასის სარეცხი მანქანისთვის დამახასიათებელია წესით 2-2,5 კვტ ელექტროენერგიის მოხმარება. ასეთი აგრეგატების შეერთებისათვის საჭიროა, რომ ქსელმა გაუძლოს მოცემულ დატვირთვას; ჩამიწებული მანაწილებელი დაფა; ნომინალურ დენზე 15-30A გათვლილი მრიცხველი და სამსადენიანი როზეტი (ფაზა, ნული, დამიწება). ელექტროდაფას ამიწებენ სპეციალური არა ნაკლებ 3 მმ კვეთის მქონე სალტით, ძველ ნაგებობებში დამიწებას ასრულებენ ნულიანი სალტით. დამიწების სადენი საგულდაგულოდ უნდა იყოს იზოლირებული, ასევე კატეგორიულად აკრძალულია მისი შეერთება ცენტრალური გათბობის ბატარეებთან, წყალ ან გაზის მომარეგების მილებთან! უმჯობესია ტენისგან დაცული როზეტის გამოყენება, რომელიც მოთავსებულია 30-35 სმ ფარგლებში აპარატისგან. ელექტროდაფასთან შეერთებული 2მმ კვეთის მქონე ცალკეული სამძარღვიანი სპილენძის სადენის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ 16A დამცავი ავტომატის დაყენება. 3,6 კვტ დატვირთვის მიღწევისას ხდება ელექტროენერგიის მიწოდების ავტომატური გათიშვა და თქვენი ტექნიკა არ დაზიანდება ელექტროქსელის გადატვირთვისგან.

სარეცხი მანქანის შეერთება წყალსადენთან

თუ თქვენ შეიძინეთ ამერიკული ან იაპონური სარეცხი მანქანა ცხელ წყალთან შეერთების შესაძლებლობით არ იჩქაროთ ამის გაკეთება. ჩვენი ცხელი მილები აუცილებლად გაგაოცებთ ჟანგიანი ლაქებისა და გაფუჭებული ქსოვილების სახით. ხოლო ცივი წყალი მანქანაში უნდა შევიდეს იმავე კვეთის მქონე მილით, რომელშიც ის გადის მთელ ბინაში (სახლში). უფრო მეტიც, წყალსადენის მანქანასთან ახლო მონაკვეთზე საჭიროა ჩამკეტი ონკანი, რომელიც გადაკეტავს წყლის მიწოდებას სარეცხ მანქანაში (გაჟონვის შემთხვევაში). ამისათვის შესაბამისი სამაგრისთვის მოგიწევთ ახალი ჭრის მომზადება. რეკომენდირებულია ასევე ფილტრის - დამცავი ბადის დაყენება, რომელიც აარიდებს სხვადასხვა მექანიკური ნაწილაკების მოხვედრას მილსადენიდან მანქანის დოლურაში. სასურველია ყოველი რეცხვის შემდეგ წყლის მიწოდების სრულად გადაკეტვა, და ფილტრის პერიოდულად გაწმენდა. რა თქმა უნდა, თუ თქვენი სარეცხი მანქანა აღჭურვილია გაჟონვისგან დაცვით AquaStop (ზოგიერთ მწარმოებელს AquaAlarm, Aqua-Control, Waterproof), მაშინ ჩამკეტი ონკანის საჭიროება არ არსებობს. აგრეგატის გამორთვის დროს წყალს ავტომატურად კეტავს ელექტრომაგნიტური სარქველი, რომელიც მოთავსებულია ჩასასხმელი შლანგის ბოლოში (ჰერმეტულ ფსკერზე). ამასთან თავად შლანგი დამაგრებულია უშუალოდ წყლის ნიჟარიდან გადაღვრაზე. ასეთი შეერთება სრულიად გამორიცხავს გაჟონვას. დროებითი შეერთების სახით შეიძლება სარეცხი მანქანის წყალსადენთან შეერთება შემრევის მეშვეობით. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ უფრო გრძელი შლანგი, რომლის შეერთება მოგიწევთ ყოველ ჯერზე რეცხვის წინ. თუმცა მოცემულ შემთხვევაში თქვენი ტექნიკა საიმედოდ იქნება დაცული შესაძლო გაჟონვისგან, რადგან უბრალოდ ფიზიკურად შემშვები შლანგი გამორთულია.

სარეცხი მანქანის შეერთება კანალიზაციასთან

მნიშვნელოვანია, რომ ჩამოსასხამი მილყელი (დუიმი კვეთის, მიეწოდება სარეცხი მანქანის კომპლექტში) იყოს გასწორებული მთელ სიგრძეზე, ხისტად დამაგრებული სარეცხი მანქანის უკანა მხარეზე და არ გაუჩნდეს ნაკეცი. ის უნდა იყოს დაფიქსირებული იატაკიდან 60-80 სმ სიმაღლეზე. საჭიროების შემთხვევაში მისი დაგრძელება შეიძლება მანჟეტების (რეზინის შუასადებების) დახმარებით, მაგრამ არა უმეტეს, ვიდრე 2-2,5 მეტრზე. გარდა ამისა სარეცხი მანქანების პრაქტიკულად ყველა მწარმოებელი იძლევა რეკომენდაციას, რომ ჩამოსასხამი შლანგი იყოს განლაგებული U ასოს ფორმაში. ეს საჭიროა იმისათვის, რათა შლანგში ჩარჩენილმა წყალმა შექმნას წყლის საკეტი და შეაფერხოს ჰაერის შეღწევა კანალიზაციიდან მანქანაში.

სარეცხი მანქანიდან წყლის გადაღვრისთვის შეიძლება ჩამოსასხამი მილყელის დამაგრება ნიჟარასა ან აბაზანაში, მაგრამ ეს არის სანდო. ყოველთვის არის რისკი, რომ შლანგი ძლიერი დაწნევისგან გადმოვარდება ან ვინმე წამოედობა მას და წყალი დაიქცევა იატაკზე. უმჯობესია სტაციონარული გადასაშვების გაკეთება, ამისათვის სპეციალური სიფონის დაყენებით. როდესაც მანქანა ბოლოს და ბოლოს შეერთებულია ელექტრობასთან, მოწესრიგებულია წყლის შეგროვება და გადაღვრა, თქვენ თამამად შეგიძლიათ საცდელი გაშვების ჩატარება. არავითარი თეთრეული - მხოლოდ სარეცხი ფხვნილი (იყრება ქარხნული აწყობის შემდეგ წვრილი ნაგვის ამოსარეცხად და ცხიმოვანი საზეთის მოსაშორებლად). ცარიელი რეცხვის დროს არ უნდა იყოს გაჟონვა, არავითარი გარეშე ხმაური და ზედმეტი ვიბრაცია, დოლურა უნდა ტრიალებდეს და 5-7 წუთში ავზის წყლით გავსების შემდეგ უნდა ხდებოდეს მისი გათბობა. რეცხვის დასრულების შემდეგ აუცილებელია, რომ ნორმალურად ფუნქციონირებდეს გადასხმა და გაწურვა.

ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში არ გარისკოთ და გამოიძახეთ სპეციალისტი. სარეცხი მანქანის სწორი დაყენება თქვენი სუფთა თეთრეულის გარანტიაა. მასტერი N1 დახმარებით თქვენ იპოვით კვალიფიციურ სანტექნიკოსს, რომელიც შეძლებს თქვენი სარეცხი მანქანის უმოკლეს დროში სწორად შეერთებას. სანტექნიკოსის მოსაძებნად თქვენ მხოლოდ უნდა შეავსოთ განაცახდი, სადაც აღწერთ თქვენს საჭიროებას და დააწესებთ თანხას ამ დავალების შესრულებისთვის.

სხვა სერვისები

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერული მომსახურება / kompiuteruli servisi, kompiuteruli momsaxureba

კომპიუტერული სერვისი, კომპიუტერული მომსახურება ბევრი ჩვენგანი იმდენად ეყრდნობა კომპიუტერებსა და ლეპტოპებს, რომ როდესაც იგი არასწორედ წარიმართება, ჭედავს, ან რაიმე სხვა ხარვეზი იჩენს თავს, ეს მაშინათვე სერიოზულ პრობლემად იქცევა, ვინაიდან, უამრავი ფაილი, დოკუმენტები, ფოტოები, და სხვა სახის საქაღალდეები ინახება სწორედ კომპიუტერებში. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს კომპიუტერების არაერთი მოდელი, რა თქმა უნდა, ყველას სისტემა და პარამეტრები განსხვავებულია და შესაბამისად სხვადასხვაგავრ ჩარევას ითხოვს როდესაც ესა თუ ის პრობლემა იჩენს თავს. კომპიუტიერის პროგრამის განახლება (Update) კომპიუტერული

სრულად

მეტალო პლასმასის კარ ფანჯრის დამზადება / Metalo plasmasis kar fanjris damzadeba

მეტალო პლასმასის კარ ფანჯრის დამზადება თუ გადაწყვეტთ სახლში/ბინაში კარ ფანჯრების გამოცვლას და გსურთ მეტალო პლასმასის კარ ფანჯრის დაყენება, მაშინ თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რომელი მეტალო პლასტმასის კარ ფანჯრები იქნება ყველაზე სასარგებლო თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში, იგულისხმება სახლის/ბინის გეგმა, ფანჯრების განლაგება, ზომები, და ა.შ. მაგალითად, თუ ხმაურიან ქუჩაში ცხოვრობთ, აუცილებელი იქნება კარ ფანჯრები ხმის საიზოლაციო მახასიათებლების მიხედვით შეარჩიოთ, რადგან ისინი ხელს შეუწყობენ ხმაურის შემცირებას და თავს კომფორტულად იგრძნობთ საკუთარ სახლში/ბინაში მაშინაც კი, თუ გზატკეცილთან, რკინიგზასთან ან სამშენებლო მოედანთან ახლოს ცხოვრობთ. თუ

სრულად

ბეტონის დასხმა მოპრიალება / betonis dasxma moprialeba

ბეტონის დასხმა და შემდეგ მისი მოპრიალება - ცემენტის, ხრეშის, ქვიშის და წყლისა და ქიმიური ნარევის გამოყენებით, ეს გამაძლიერებლები მოქმედებენ ბეტონის ხვრელების და პორების შესავსებად. ჩამოსხმული ბეტონი შემდგომ იშლება გასაპრიალებელი ხელსაწყოებით, რომლებიც თანდათანობით იხვეწება მანამ, სანამ არ მიიღებთ ბეტონის ბრწყინვალებისა და სიგლუვეს. გაპრიალებულ

სრულად

ჩაკეტილი მანქანის კარის გაღება / chaketili manqanis karis gageba

ჩაკეტილი მანქანის კარის გაღების საუკეთესო გზა საკმაოდ ხშირია შემთხვევები როდესაც მანქანის კარები უეცრად აღარ იღება, იბლოკება, იჭედება, და ზოგჯერ საერთოდ მანქანას ძალა აღარ აქვს კარის გასაღებად. ეს პრობლემა ძალიან დიდი დისკომფორტს ქმნის ნებისმიერი მანქანის მფლობელისთვის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მანქანა აუცილებლად სჭირდება ადამიანს და სადმე ეჩქარება ან თუნდაც მაშინ, როდესაც უბრალოდ საფულე, ან სხვა საჭირო ნივთია დარჩენილი მანქანის სალონში. იმისათვის,

სრულად

ავეჯის დამზადება (სამზარეულო, ტვ მაგიდა, კარადა) / avejis damzadeba (samzareulo, tv magida, karada)

ავეჯის დამზადების ზოგადი მიმოხილვა ავეჯის წარმოებაში გამოყენებული პროცესები მოიცავს ისეთი მასალების მოჭრას, მოხრას, ჩამოსხმას, ლამინირებას და შეკრებას, როგორიცაა ხე, ლითონი, მინა, პლასტმასი და რატანი. თუმცა, ავეჯის წარმოების პროცესი არ არის მხოლოდ ლითონის მოხრა, ხის მოჭრა და ფორმირება, ან პლასტმასის ექსტრუდირება და ჩამოსხმა. დიზაინი და მოდის ტენდენციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ავეჯის წარმოებაში. ინტეგრირებული დიზაინი, როგორც ესთეტიკური, ასევე ფუნქციური თვისებებისთვის, ასევე ავეჯის დამზადების პროცესის ძირითადი ნაწილია. დიზაინის მომსახურება შეიძლება შესრულდეს ავეჯის დაწესებულების სამუშაო ძალის მიერ ან შეძენილი იყოს ინდუსტრიული დიზაინერებისგან. ავეჯი

სრულად

ჭაღის დაკიდება / მონტაჟი / chagis dakideba montaji

როგორ დაკიდოთ სასადილო ოთახის ჭაღი სრულყოფილ სიმაღლეზე? სასადილო ოთახის ჭაღი (ან სხვა საკიდი) ტრადიციულად კიდია სასადილო მაგიდის ზევით, ცენტრზე და წარმოადგენს დიზაინის ძირითად მახასიათებელს ოთახში. ეს ნიშნავს, რომ ჭაღის სიმაღლე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი ფუნქციონირებისთვის, როგორც სინათლის წყაროსთვის, არამედ მისი როლისთვის ოთახის საერთო გაფორმებაში. ეს უფრო რთულად ჟღერს, ვიდრე რეალურად არის. ჭაღის ჭაღის დაკიდების, მონტაჟის სტანდარტული სიმაღლის რეკომენდაციას ქვემოთ. ჭაღის დაკიდება – სტანდარტული სიმაღლის რეკომენდაცია საყოველთაოდ

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110-111
596 50 11 22