თბილისის სახელოსნო

კარის გაღება / karis gageba

კარის გაღება

კარის საკეტები უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და სიმშვიდეს, მაგრამ არც თუ ისე ხშირად, დგება მომენტი, როდესაც კარის საკეტი ხდება მთავარი მიზეზი, რის გამოც კარს ვერ აღებთ. მაგალითად, შეიძლება საკეტი გაიჭედოს, შემთხვევით საკეტის კლავიშები არასწორ მხარეს დატოვოთ, გასაღები სახლში დაგრჩათ, და სხვა, კიდევ მრავალი მიზეზი შეიძლება დასახელდეს. თუმცა, უნდა გახსოვდეთ რომ გასაღებით გაღების გარდა, არსებობს სხვადასხვა გზა ჩაკეტილი კარის გასაღებად.

ყურადღებით გაეცანით ქვემოთ დასახელებულ სხვადასხვა შემთხვევას და ყველა შესაძლო გზას, ჩაკეტილი კარის გასაღებად.

კარის გაღება ინსტრუმენტების გამოყენებით

სუსტი კარის ჩამკეტის გასაღებად საჭიროა თან იქონიოთ ფოტოზე ნაჩვენები ხელსაწყოები, როგორიცაა ქანჩი (აქვს სხვადასხვა ფორმის დაბლოოება, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ შერჩეული ინსტრუმენტი მოერგება თქვენი კარის ჩამკეტს) და ასაკნიძი საშუალება - სკრეპი, რომელიც ფოტოზე გამოსახულ ფორმაზე უნდა დააყენოთ.

რაც შეეხება უფრო რთული აგებულების კარის ჩამკეტებს, ნაცვლად ამ ხელსაწყოებისა, შეიძლება დაგჭირდეთ თმის სამაგრი (ე.წ. Bobby pins), ქინძისთავი და მავთულის ჩამჭრელი ინსტრუმენტი. ასევე შეიგიძლიათ გამოიყენოთ ლითონის ზამბარა, რომელიც საუკეთესო მასალაა ჩაკეტილი კარის გასაღებად, ვინაიდან ის მარტივად არ იბზარება. ყურადღება მიაქციეთ ლითონის ზამბარის სისქეს, რადგან მეტი ანდ ნაკლები სისქის ზომა შესაძლოა ვერ მოერგოს კარის საკეტის ზომას.

კარის გაღება საკრედიტო ბარათის გამოყენებით

საინტერესოდ და შესაძლოა ცოტა უცნაურადაც კი მოგეჩვენოთ, იმის გაგება, რომ საკრედიტო ბარათის გამოყენებით შეძლებთ კარის გაღებას, მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ეს სიმართლეა. თუმცა, იგი უფრო უკეთ მუშაობს სახელურიანი კარის საკეტის შემთხვევაში, ვიდრე, მაგალითად ისეთი ტიპის საკეტისთვის, რომელსაც მხოლოთ გადატრიალების ღილაკი აქვს.

იმისათვის რომ გააღოთ კარი, მოათავსეთ საკრედიტო ბარათი ჩამკეტისა და კარის ჩარჩოს შორის, შემდეგ კი კარის ჩარჩოს საწინააღმდეგო მიმართულებით მიმართეთ, ისე რომ, ბარატის ნაწილი, რომელსაც ჩამკეტსა და ჩარჩოს შორის ათავსებთ, პირით ჩამკეტისკენ უფრო იყო ვიდრე ჩარჩოსკენ. ამოძრავეთ ბარათი წინ და უკან, რათა ჩამკეტი გაიხსნას. თუ დაბლოკვასა და ჩარჩოს შორის ადგილი არ არის, შეგიძლიათ აიძულოთ ის კარის ჩამკეტსა და კარის ჩარჩოს შორის საკმარისი ადგილი არ არის საკრედიტო ბარატის მოსათავსებლად, მაშინ შეგიძლიათ სცადოთ შემეგი გზით: მოათავსეთ ბარათი ჩამკეტის ზევით, სახელურისა და კარის ჩარჩოს შორის.

კარის გაღება სახრახნისის ან მსგავსი ინსტრუმენტის გამოყენებით

ჩაკეტილი კარის გასაღებად, შესაძლებელია სახრახნისის ან/და სხვა მასთან მიმსაგვსებული ინსტრუმენტის გამოყენება. თუმცა, გაითვალისწინეთ რომ სახრახნისი, წრიული მოძრაობით უშვებს ან/და უჭერს ხრახნიან სახურავს; ამ შემთხვევაში სახრახნისი გამოგადგებათ თუკი თქვენი კარის საკეტს აქვს ღილაკის ჩამკეტი, როგორიც ფოტოზეა მოცემული.

მაგალითად, თუ არ გაქვთ სახრახნისი და ჩაკეტილი კარის მეორე მხარეს (ანუ სახლში ან/და ოთახში ხართ), შეგიძლიათ გამოიყენოთ სათვალე, კერძოდ კი სათვალის “ყური”, თუკი მისი სისქე საკეტის პატარა ხვრელის ზომას ემთხვევა; გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ, ქაღალდის სამაგრი (მაგალითად: კრეპი) ან პატარა სამზარეულოს დანა, რომელსაც კარის საკეტის ხვრელში მოათავსებთ და შესაბამისი მიმართულებით გადაატრიალებთ მის გასაღებად.

კარის გაღება ანჯამების მოხსნით

ჩაკეტილი კარის გაღებას შეძლებთ ანჯამების მოხსნით, რომელსაც ისევ და ისევ სტანდარტული ზომისა ბრტყელი თავის ფორმის სახრახნისით მოახერხებთ. გაჭედეთ სახრახნის ანჯამის ხრახნილსა და მის სამაგრს შორის (იხ. ფოტო).

სახრახნისი აუცილებლად ქვევით უნდა იყოს მიმართული, რათა ანჯამის ხრახნილი ზევით აწიოთ და ამ გზით გახსნათ იგი. მას შემდეგ, რაც ანჯამის ხრახნილი თანდათან რყევას დაიწყებს ამოიღეთ იგი და შეაღეთ კარი (იხ. ფოტო).

კარის გაღება დანის გამოყენებით

ჩაკეტილი კარის გაღებისათვის ასევე გამოგადგებათ დანა, რომელიც აუცილებლად საკეტის პარატა ხვრელში უნდა მოათავსოთ, სწორედ იმ ადგილზე, სადაც, როგორც წესი გასაღები თავსდება. შეიძლება ეს მეთოდი ერთი შეხედვით მარტივად ჟღერდეს, თუმცა არსებობს რიგი შემთხვევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. უპირველეს ყოვლისა დააზუსტეთ როგორი ტიპის კარის ჩამკეტი გაქვთ, სახლურიანი თუ უსახელურო, ღილაკის სისტემით, როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები.

ამ ტიპის კარების გასახსნელად (იხ. ფოტო), თქვენ უნდა გამოიყენოთ სტანდარტული, სამზარეულოს პატარა დანა ან პატარა დასაყენებელი (მრავალფუნქციური) დანა, რათა მარტივად მოარგოთ ჩამკეტის ხვრელს და გააღოთ კარი. ჩაკეტილი კარის გახსნის უმარტივესი გზაა, ღილაკის ჩამკეტიანი კარის მექანიზმი, რადგან მსგავსი ინსტრუმენტით საკეტის შიგნით მანიპულირება საკმარისია იმისათვის, რომ ღილაკი გაიხნსას და კარი გაიღოს.

როგორც უკვე ვახსენეთ საჭიროა გაერკვიოთ, თუ როგორი ტიპის ჩამკეტია დამონტაჟებული თქვენს კარზე. ახლა კი დროა დავაზუსტოთ, თუ როგორი ტიპის დანაა საჭირო კარის გასაღებად. არ შეიძლება ძალიან ბასრი, ე.წ. ,,წვეტიანი” პირის მქონე დანის გამოყენება, რადგან ჩამკეტის ხვრელში მოთავსებისას, დანა შეიძლება ხელიდან გაგისხლტეთ და რაიმე სახის დაზიანება მიიღოთ.

რეკომენდირებულია ფოტოს მარჯვენა მხარეს გამოსახული დანის ფორმის გამოყენება, რომელიც უფრო მარტივად შეიძლება მოთავსდეს საკეტის ხვრელში. ასევე შესაძლებელია ჯიბის დანის გამოყენება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კარის საკეტი მცირე ზომისაა; სხვა შემთხვევაში ჯიბის დანა გამოსადექი არ იქნება, რადგან საჭიროა მეტნაკლებად ზუსტი ზომის დანის გამოყენება. თუ კარის გარეთა სახელურზე პატარა ჩამკეტის ხვრელია დანის ნაცვლად, სულაც შესაძლებელია ქაღალდის სამაგრის (მაგალითად: სკრეპი) ან თმის სამაგრის გამოყენება, რაც ამავდროულად უფრო უსაფრთხოა გამოყენებისთვის. თუმცა, თუ კარის საკეტს გარეგან აქვს განიერი ნაპრალი, მაშინ ისევ და ისევ დანას უნდა მიმართოთ.

მას შემდეგ, რაც დანას მოათავსებთ კარის ჩამკეტის ხვრელში დაატრიალეთ იგი იმ მიმართულებით, რომლითაც ჩვეულებისამებრ გასაღებით აღებთ ხოლმე. გამოიყენეთ ძალა, ჯერ ერთი მიმართულებით კარგად გადაატრიალეთ, შემდეგ კი სხვა მიმართულებით. გამოიყენეთ ეს მეთოდი, მანამ სანამ ხმას არ გაიგებთ, რომელსაც საკეტის გახნის შემთხვევაში გაიგებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეძელით კარის გაღება.

არსებობს კიდევ ერთი გზა, ჩაკეტილი კარის გაღება დანის გამოყენებით, ამ შემთხვევაში კი საჭიროა დანა მოათავსოთ კარის წირთხლისა (კარის ჩარჩოს) და საკეტს შორის. შეუშვით დანა ამ ორ ელემენტს შორის, იქამდე სანამ არ იგრძნობთ რომ დანის პირი კარის გასწვრივ არის, თუმცა ეს საკმარისი არ არის. საჭიროა იპოვნოთ ზუსტად ის ადგილი, სადაც კარი იღება. როგორც კი დანას მოათავსებთ სწორ ადგილას, დაიწყეთ მისი ამოძრავება ზედა და ქვედა მიმართულებით. ამავდროულად, საჭიროა კარის სახელურს მოაჭიდოთ ხელი და ატრიალოთ იგი. ასე მუშაობთ მანამ, სანამ თავად კარი არ გაიღება.

სხვა სერვისები

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხელოსანი (მონტაჟი, შეკეთება) / churchlis sarecxi manqanis xelosani (montaji, sheketeba)

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხელოსანი ჭურჭლის სარეცხი მანქანა ავტომატურად რეცხავს და ასუფთავებს ჭურჭელს. განსხვავებით ჭურჭლის ხელით რეცხვისგან, რომელიც დიდწილად საჭიროებს ფიზიკურ დატვირთვას ჭურჭლიდან ჭუჭყის მოსაშორებლად, მექანიკური ჭურჭლის სარეცხი მანქანა მარტივად ასუფთავებს მას ცხელი წყლით გაჟღენთვისას, ჩვეულებრივ 45 °C და 75 °C (110 °F და 170 °F) ტემპერატურაზე, ხოლოდ უფრო დაბალ ტემპერატურაზე რეცხავს, შედარებით დელიკატური მასალის ჭურჭელს. როგორც ვხედავთ, ჭურჭლის სარეცხი მანქანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკაა, რომელიც ზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას. ჭურჭლის

სრულად

კარის გაღება / karis gageba

კარის გაღება კარის საკეტები უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და სიმშვიდეს, მაგრამ არც თუ ისე ხშირად, დგება მომენტი, როდესაც კარის საკეტი ხდება მთავარი მიზეზი, რის გამოც კარს ვერ აღებთ. მაგალითად, შეიძლება საკეტი გაიჭედოს, შემთხვევით საკეტის კლავიშები არასწორ მხარეს დატოვოთ, გასაღები სახლში დაგრჩათ, და სხვა, კიდევ მრავალი მიზეზი შეიძლება დასახელდეს. თუმცა, უნდა გახსოვდეთ რომ გასაღებით გაღების გარდა, არსებობს სხვადასხვა გზა ჩაკეტილი კარის გასაღებად. ყურადღებით გაეცანით ქვემოთ დასახელებულ სხვადასხვა შემთხვევას და ყველა შესაძლო გზას, ჩაკეტილი კარის გასაღებად. კარის გაღება ინსტრუმენტების გამოყენებით სუსტი

სრულად

კაფელის გაკვრა და მეტლახის დაგება / Kafelis gakvra da metlaxis dageba

კაფელის გაკვრა და მეტლახის დაგება კაფელის გაკვრა და მეტლახის დაგება ქმნის მშვენიერ, გამძლე იატაკს, რომლის გაწმენდა მარტივია. მეტლახის დაგება შეიძლება დიდ სამუშაო ძალისხმებას საჭირეობდეს, თუმცა გამოცდილი და პროფესიონალი ხელოსნის დახმარებით ეს ყოველივე გამარტივდება. თქვენ შეგიძლიათ შეიტყვეთ თუ რა პროცედურებს გადის ხელოსანი იმისათვის რომ კაფელი გააკრას ან/და მეტლახი დააგოს. არსებობის კაფელის გაკვრის და მეტლახის დაგების რამდენიმე მეთოდი. ქვემოთ იხილავთ მარტივი ინსტალაციის პროცესს აბაზანის იატაკისა და ფილის დაგების მაგალითზე. კაფელის

სრულად

სათბურის აწყობა, აშენება / satburis awyoba, asheneba

როგორ ავირჩიოთ საუკეთესო სათბური სათბური აუცილებელია განსაკუთრებით მებაღეებისთვის - ის იდეალურია თესლის დასათესად, მოსავლის ასაღებად, სათუთი მცენარეებისა და სხვადსხვა კულტურის, ჯიშის მცენარეების, ბოსტნეულის, და ა.შ. გასაზრდელად და ასევე სათუთი მცენარეების გამოსაზამთრებლად. სათბურის არჩევისას თქვენ გაქვთ დიდი არჩევანი, რადგან არსებობს სხვადასხვა ფორმის, ზომის, ფერის, მასალის, დანიშნულებისა და ფასის სათბურები, რომლებიც იყიდება როგორც გამზადებული, ან მზადდება თქვენი სურვილისა და გემოვნებისამებრ. სათბურის აწყობა, აშენება მოიცავს დაახლოებით 1 კვირიან მუშაობას (დამოკიდებულია ზომაზე), ამიტომ რეკომენდირებულია მიმართოთ გამოცდილ და პროფესიონალ ხელოსანს, რომ საქმე მოკლე დროში და ხარისხიანად შეასრულოს. სათბური,

სრულად

სარეცხის საშრობი აივნის ჭერზე და კედელზე დასამაგრებელი / sarecxis sashrobi cherze da kedelze dasamagrebeli

ჭერზე და კედელზე დასამაგრებელი სარეცხის საშრობის უპირატესობები დასაკეცი

სრულად

გაზქურის შეკეთება მონტაჟი, მოვლა და გაწმენდა / gazquris sheketeba, movla da gawmenda

გაზქურის მუშაობის 5 ძირითადი პრობლემა და როგორ გავასწოროთ ისინი გაზქურა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკა, რომელსაც ფლობთ და როდესაც ის გიქმნით პრობლემებს, ძნელია პანიკაში არ ჩავარდე. გაზქურასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული პრობლემები ხშირად მარტივად შეიძლება მოგვარდეს. აქ არის ხუთი საერთო პრობლემა, რომელიც შეიძლება შეექმნას თქვენს გაზქურას და გაზქურის შეკეთების ყველაზე გავრცელებული გზები. პრობლემა – გაზის სანთურა (გაზქურის ნაწილი, რომლიდანაც აირი გარეთ გამოდის და იწვის) არ ანათებს. გამოსავალი

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110-111
596 50 11 22